Accessibility links

სოხუმში, რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული პირველი პაციენტი


რუსეთის სამხედრო-საველე ჰოსიტალი სოხუმში

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

ამავე შტაბის ინფორმაციით, სამხედრო-საველე ჰოსპიტალში COVID-19-ით გარდაიცვალა 69 წლის მამაკაცი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების თხოვნით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სოხუმში, პანსიონატ „აიტარის“ ტერიტორიაზე საველე ჰოსპიტალი გასულ კვირაში გახსნა.

26 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, რუსულ ჰოსპიტალში იმყოფება კორონავირუსით ინფიცირებული 49 პაციენტი. მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის საავადმყოფოში სტაციონარულად მკურნალობენ 150 ადამიანს. მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა.

აპრილიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 3839 შემთხვევა. მათგან 1464 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 36 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG