Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინი სეზონის ბოლო ბაშოზე გაუარესებული პირადი რეიტინგით გამოვა


ლევან გორგაძე
ლევან გორგაძე

ნოემბრის ბაშოს დაწყებამდე ორიოდ კვირით ადრე, იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა. სწორედ ამ მონაცემების მიხედვით გამოვლენ სუმოისტები სეზონის ბოლო სუპერტურნირზე.

უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძე დოჰიოზე აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ავა. ტოჩინოშინის საბრძოლო მეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი სექტემბრის ბაშოზე მეოთხე მაეგაშირა იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეჯიბრება სამქულიანი უარყოფითი ბალანსით (6:9) დაასრულა, პირადი რეიტინგის გაუარესებაც გარდაუვალი გახდა.

ნოემბრის ბაშოს 8-22 ნოემბერს კოკუგიკანი უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG