Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 1200-ზე მეტი პაციენტი


ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 1262 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 12 632.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 1824 ახალი შემთხვევა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 32 127 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ 23 პაციენტი. აპრილის დასაწყისიდან გარდაცვლილია 238.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 27 ოქტომბრისთვის საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი 0.75%-ია. გამოჯანმრთელების - 39%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG