Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში სამართალდამცავ ორგანოებს შორის სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა


ჩეჩნეთში სამართალდამცავ ორგანოებს შორის სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები.

ტასის ცნობით, სროლა მოხდა „ომონსა“ და როსგვარდიის ერთ-ერთ ქვედანაყოფს, „სწრაფი რეაგირების სპეციალურ რაზმს“ შორის. დაიღუპა ამ უკანასკნელის ერთი წარმომადგენელი და ერთი სამოქალაქო პირი.

რია ნოვოსტი იტყობინება, რომ კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა.

სროლა ატყდა სოფელ აჩხოი-მარტანში, კაფეს მახლობლად. კონფლიქტის მიზეზი დგინდება. ადგილზე მუშაობს საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი. ინტერფაქსის წყაროს ცნობით, სპეცდანაყოფების წარმომადგენლებმა შელაპარაკების შემდეგ დაიწყეს სროლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG