Accessibility links

ავღანეთში პოლიციის ბაზაზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ათობით დაიჭრა


პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ბაზა ავღანეთის ქალაქ ხოსტში.

ავღანეთში, პოლიციის ბაზასთან მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით დაიჭრა. აფეთქება მოხდა პოლიციის ბაზის წინ, რასაც შეტაკება მოჰყვა. ამის შესახებ ავღანეთის ხელისუფლებამ განაცხადა 27 ოქტომბერს.

პაკისტანის საზღვართან მდებარე ქალაქ ხოსტში პოლიციის ბაზაზე იერიში დილით დაიწყო. პროვინციის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის, ჰაბიბ შაჰ ანსარის თქმით, ამჟამად სამი ადამიანია დაღუპული და 30-ზე მეტი დაჭრილი.

დანაღმული ავტომობილი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ბაზის ჭიშკართან აფეთქდა. ამის შემდეგ თავდამსხმელთა ჯგუფი შეეცადა, ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილიყო. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ტარიკ არიანის თქმით, გაჩაღდა სროლა მათსა და სპეცდანიშნულების ძალებს შორის. თავდამსხმელთაგან ოთხი მოკულია და ორი კვლავაც იბრძვის.

ხოსტის პროვინციის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის, მოჰამად გულის თქმით, დაჭრილთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG