Accessibility links

logo-print logo-print

გახარია ამბობს, რომ სოსო ჯაჭვლიანის ემოციურ გამონათქვამებზე სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა. „როდესაც სპეციალურ ღონისძიებაზე, პანდემიაზე, ეკონომიკურ კომპონენტზე, საკითხი აღარ გაქვთ...“ - ასე უპასუხა ფოთში ჯაჭვლიანის შესახებ დასმულ შეკითხვას გიორგი გახარიამ და დაამატა, - „რა პრეტენზიითაც არ უნდა მიდიოდეს ბატონი სოსო ჯაჭვლიანი, მე მის მსგავს ემოციურ გამონათქვამებზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ“.

სოსო ჯაჭვლიანმა მმართველი პარტიის დატოვების შესახებ 26 ოქტომბერს ილაპარაკა „მთავარი არხის" ეთერში. საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თქვა: „მე ახლა, დღეიდან, ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ წევრი აღარ ვარ. იმ „ზონდერბრიგადის“ წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. ეს „რეჟიმი“ უნდა წავიდეს! ეს რეჟიმია, აბა, რა არის?!“

ჯაჭვლიანი აქცენტს აკეთებს სპორტულ ფედერაციებში მაფიოზური მმართველობის შესახებ.

სოსო ჯაჭვლიანი მე-8 მოწვევის პარლამენტში იყო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG