Accessibility links

logo-print logo-print

ანტიკონსერვატიული პლატფორმების გამო აშშ-ის სენატში ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელებს მოუსმენენ


28 ოქტომბერს შეერთებული შტატების სენატში დასმულ შეკითხვებს უპასუხებენ ტექნოლოგიური გიგანტების Facebook-ის, Twitter-ისა და Google-ის აღმასრულებელი დირექტორები, რომელთა მიერ მართულ პლატფორმებს ანტიკონსერვატიულ მიდრეკილებაში ადანაშაულებენ რესპუბლიკელი სენატორები.

პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები ჩივიან, რომ ეს პლატფორმები არა მხოლოდ მიკერძოებული იდეების ნავსაყუდელს წარმოადგენს, არამედ ისინი ახშობენ კონსერვატიულ შეხედულებებს.

რესპუბლიკელების აღშფოთებამ პიკს მიაღწია გასულ კვირაში, როდესაც Facebook-მა და Twitter-მა შეზღუდეს მათ პლატფორმებზე გაზეთ New York Post-ში გამოქვეყნებული გადაუმოწმებელი ისტორიის გავრცელება, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის, შესახებ.

ისტორიაში, კერძოდ, მოყვანილი იყო ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ელექტრონული წერილები იმ დროს, როდესაც იგი ცნობილი უკრაინული ენერგეტიკული კომპანია Burisma-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

დონალდ ტრამპმა სოციალური მედიაკომპანიები ამ ისტორიის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, კომპანიებმა უარყვეს მიკერძოებული მიდგომა, თუმცა ყველანაირად იბრძოლეს იმისათვის, რათა დაებლოკათ ან სხვაგვარად შეეზღუდათ კონტენტი.

მოელიან, რომ 28 ოქტომბრის სენატის მოსმენაზე განხილული იქნება წინადადებები ონლაინპუბლიკაციების სამართლებრივი დაცვის შესახებ.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ გამოქვეყნებული პუბლიკაციების შინაარსის გამო კომპანიების იურიდიული პასუხისმგებლობისგან დაცვა, მათ ათავისუფლებთ ვალდებულებისაგან, რომ მიუკერძოებლობის გამო შეარბილონ კონტენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG