Accessibility links

მატარებლის დაჯახების შედეგად მდინარეში გადავარდნილ ქალს ეძებენ


ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ასაკოვან ქალს დაეჯახა. შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში რკინიგზის ლიანდაგზე, ხიდზე მოხდა. როგორც რადიო თავისუფლებას მერის წარმომადგენელმა სოფელ ნოჯიხევში, ლევან ლატარიამ განუცხადა, ქალი სავარაუდოდ ხიდზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. მატარებლის შეჯახების შემდეგ ქალი, სავარაუდოდ, მდინარეში გადავარდა, მას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ხობისწყალში ეძებენ.

რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG