Accessibility links

logo-print logo-print

იპოვეს მატარებლის დაჯახების შედეგად მდინარეში გადავარდნილი ქალის ცხედარი


საილუსტაციო ფოტო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იდენტიფიცირებული და ნაპოვნია ქალის ცხედარი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში რკინიგზის ლიანდაგზე.

როგორც რადიო თავისუფლებას მერის წარმომადგენელმა სოფელ ნოჯიხევში, ლევან ლატარიამ განუცხადა, ქალი სავარაუდოდ ხიდზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. მატარებლის შეჯახების შემდეგ ქალი, სავარაუდოდ, მდინარეში გადავარდა და მას ხობისწყალში ეძებდნენ.

რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG