Accessibility links

შსს „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისელი წევრის ცემის ფაქტს იძიებს


რადიო თავისუფლებას შს სამინისტროდან აცნობეს, რომ ბოლნისის სოფელ მამხუთში „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის, ისმაილ გაჯიევის, ცემის ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. ინციდენტი, 28 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

ისმაილ გაჯიევის ჩვენებით, მასთან სახლში მივიდნენ გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისთვის სცემეს. ის სახლში მარტო იმყოფებოდა. თუმცა გაჯიევის მეუღლე ირწმუნება, რომ თავდამსხმელი ე.წ. კასტეტიით იყო შეიარაღებული. გაჯიევის მეუღლე ასახელებს ერთ-ერთი თავდამსხმელის გვარს, რომელიც ადგილობრივი სოფლის მკვიდრია.

შსს სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობის) შესაბამისად. ეს არ არის პირველი ინციდენტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ნიადაგზე ბოლნისში მოხდა. შს სამინისტრო კიდევ ორ ფაქტს იძიებს. ფიზიკურ დაპირისპირებაში ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრი წყაროს საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი მეშველიანის საარჩევნო შტაბის და ოპონენტი კანდიდატის კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ფიგურირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG