Accessibility links

ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, „გირჩის" ტელეარხზე მოხდა კიბერთავდასხმა 


პარტია „გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე „ფეისბუკზე" წერს „გირჩი ტვ"-ზე კიბერთავდასხმის შესახებ.

„ცოტა ხნის წინ „დაჰაკეს" „გირჩი ტვ". ტელევიზია და გირჩის production unit, რომელიც ამზადებდა წინასაარჩევნო ვიდეოებს - სრულად პარალიზებულია. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, როგორც კი გავერკვევით რა ხდება", - წერს ჯაფარიძე.

პარტიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ფაილები, რაც ჰქონდა ტელეარხს, ყველაფერს ფორმატი ისე აქვს შეცვლილი, რომ მათი გამოყენება შეუძლებელია.

„ამ დროისთვის რაღაცები ჩამოვტვირთეთ [სხვა რესურსებიდან] და ეთერში გავუშვით", - ამბობენ პრესსამსახურში.

„გირჩი ტვ" სატელევიზიო ეთერში გავიდა 2019 წლის 30 მაისიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG