Accessibility links

logo-print logo-print

აფეთქება მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის ადმინისტრაციულ შენობაში


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში, დაახლოებით 03:00 საათზე ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია კედლები, ჩამტვრეულია ფანჯრები და განადგურებულია ინვენტარი.

ნუკრიანში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, რევაზ კრაწაშვილის ინფორმაციით, წუხელ დაცვის პოლიციის განგაშის სიგნალი ჩაირთო, ადგილზე მისულს კი შენობის შესასვლელი კარი მთლიანად ჩამოგრეული დახვდა. კრაწაშვილი ვარაუდობს, რომ ცენტრალური გათბობის ქვაბიდან ბუნებრივმა გაზმა გაჟონა და შესაძლოა, აფეთქება ამან გამოიწვია.

სხვა ვერსია აქვს ნუკრიანის მცხოვრებთა ნაწილს. მათი თქმით, შენობაში დამონტაჟებული იყო ბანკომატი, რომელიც დაზიანებულია და აფეთქება შესაძლოა, ბანკომატიდან ფულის მოპარვის მიზნით მოეწყოთ. ჯერჯერობით უცნობია, გაძარცვულია თუ არა ბანკომატი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG