Accessibility links

არჩევნებამდე 2 დღით ადრე მთავრობამ 211 დასახლების გაზიფიცირების გეგმა დაამტკიცა


საქართველოს მთავრობამ არჩევნებამდე ორი დღით ადრე საქართველოს 211 დასახლების გაზიფიცირების გეგმა დაამტკიცა. ინფორმაცია მედიას ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მიაწოდა.

მისი თქმით, წარმატებით მიმდინარეობს 384 დასახლების გაზიფიცირების პროექტი და პროექტის დასრულების შემდეგ მილიონ 400 ათასზე მეტ ოჯახს ექნება გაზი.

"ეს ნიშნავს, რომ ახალი ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში 2019 წლიდან დაწყებლი 2024 წლით დასრულებული 600 დასახლებულ პუნქტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული... ეს არის ნათელი გამოხატულება პრიორიტეტების, რომელიც ჩვენმა სამთავრობო გუნდმა დაადგინა. 2012 წლამდე ძირითადი აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ თბილისზე და დედაქალაქი იყო სრულყოფილად დაფარული გაზის ინფრასტრუქტურით. ახლა ჩვენი ძირითადი საზრუნავი არის რეგიონები", - თქვა მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG