Accessibility links

"ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი აქვს


კორონავირუსი დაუდასტურდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, ირაკლი ქადაგიშვილს.

„იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად“, - წერს ფეისბუკზე ირაკლი ქადაგიშვილი და მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისა და ღირსეული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

დეპუტატობის კანდიდატად დასახელებამდე ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული იყო.

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კორონავირუსით დაინფიცირდა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე არაერთი პოლიტიკური სუბიექტის ლიდერი და კანდიდატი მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან. მათ შორის თაკო ჩარკვიანი, ნინო წილოსანი, მამუკა ხაზარაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ოთარ კახიძე და კახა კუკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG