Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა


თანამედროვე მსოფლიოს ძალოსნობის ლიდერი ლაშა ტალახაძე ფიცარნაგს საქართველოს ჩემპიონატზე დაუბრუნდა და მორიგ ოქროს მედალსაც დაეუფლა. მსოფლიოსა და ევროპის ოთხ-ოთხგზის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა დუშეთში გამართულ შეჯიბრებაზე ატაცში სამივე ცდა გამოიყენა - 200, 210 და 217-კილოგრამიანი შტანგები ასწია. მეორე მოძრაობა, აკვრა, ტალახაძემ 240 კილოგრამით და წარუმატებელი ცდით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ეს წონაც დაიმორჩილა და 250 კილოგრამიც. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 467 კილოგრამი დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ მიხეილ ადამიას 165 კილოგრამით გაუსწრო.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატი დახურულ დარბაზში მაყურებლის გარეშე გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG