Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზრდება დაღუპულთა რიცხვი მთიანი ყარაბაღისთვის კონფლიქტში, ჟენევაში მოლაპარაკებები იწყება


2020 წლის 28 ოქტომბერს აზერბაიჯანის ქალაქ ბარდაში, ჭურვების ჩამოვარდნის შემდეგ.
2020 წლის 28 ოქტომბერს აზერბაიჯანის ქალაქ ბარდაში, ჭურვების ჩამოვარდნის შემდეგ.

სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის სეპარატისტული მთიანი ყარაბაღისთვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ 27 სექტემბერს ბრძოლების დაწყების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე მესამე, ამჯერად რუსეთის შემდეგ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული, შეთანხმების დარღვევაში.

29 ოქტომბერს ჟენევაში დაიგეგმა სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, აშშ-ის, რუსეთის და საფრანგეთის წამომადგენლებთან, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო მოილაპარაკონ. ჯგუფმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილავენ და მივლენ შეთანხმებამდე და დაიწყებენ შეთანხმებული გრაფიკის და ყველა ნაბიჯის რეალიზებას, რომლებიც საჭიროა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის.

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს 29 ოქტომბრის განცხადებით, 27 ოქტომბერს საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 1119-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი მას მერე, რაც ბოლო დღეს მათ 51 დაღუპული დაემატა. ამ განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის მხარე აგრძელებდა დასახლებული პუნქტებისთვის ჭურვების დაშენას.

აზერბაიჯანს თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ აცხადებს, რომ მის ძალებს ცეცხლი გაუხსნეს გორანბოის რაიონში, მთიანი ყარაბაღიდან ჩრდილოეთში.

28 ოქტომბერს მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის დაშენაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს 21 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 70 დაიჭრა ქალაქ ბარდაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ბარდა მთიანი ყარაბაღის გარეთ მდებარეობს. სომხური მხარე იტყობინებოდა მთიანი ყარაბაღის მთავარი ქალაქის, სტეფანაკერტისთვის და ქალაქ შუშისთვის ცეცხლის დაშენის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG