Accessibility links

logo-print logo-print

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაადასტურეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან კორონავიუსით დაინფიცირდა 678 ადამიანი. მანამდე ინფიცირებულთა რიცხვი 90-ს შეადგენდა.

დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს COVID-19-ით 6 ადამიანის გარდაცვალება.

28 ოქტომბერს, რადიო თავისუფლების პროქტმა „ეხო კავკაზამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ალან ტადტაევი, რომელიც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ სახლში მკურნალობდა. „ეხო კავკაზას“ წყაროს ცნობით, ტადტაევი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

მანამდე კორონავირუსით დაინფიცირდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი და „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბეკოევი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG