Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში „ლოკდაუნი“ გამოცხადდა, ევროპის ქვეყნები კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის სწრაფ ზრდას ებრძვიან


 საველე საავადმყოფოს მომზადება კოვიდ-19-ის პაციენტებისთვის ჩეხეთში
საველე საავადმყოფოს მომზადება კოვიდ-19-ის პაციენტებისთვის ჩეხეთში

ბარები, რესტორნები და არაარსებითი საწარმოები დაიხურა საფრანგეთში 29 ოქტომბრიდან, როცა მთავრობამ შემოიღო უკვე მეორე საყოველთაო ე.წ. ლოკდაუნი, რომლის მიზანია კოვიდ-19-ის ახალი შესაძლო შემთხვევების რიცხვის ზრდის შეზღუდვა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 28 ოქტომბერს გამოაცხადა ამ, მისი თქმით, საჭირო ზომის შესახებ, რადგან ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია ათეულ ათასობით ახალი შემთხვევის გამო. მაკრონის თქმით, „ქვეყანას დაატყდა მეორე ტალღა, რომელიც ალბათ უფრო რთული იქნება და მეტ მსხვერპლს მოიტანს“.

მაკრონმა „ლოკდაუნის“ შესახებ გამოაცხადა რამდენიმე საათში მას მერე, რაც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, 2 ნოემბრიდან დააწესა შეზღუდვის ახალი ზომები. ოთხკვირიანი ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ გერმანიაში გულისხმობს ბარების და რესტორნების, გასართობი ადგილების, საკონცერტო დარბაზების, თეატრების და სავარჯიშო ცენტრების დახურვას. მაღაზიები კვლავ ღია რჩება მათში სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვით.

ჩეხეთის რესპუბლიკაში 28 ოქტომბრიდან, საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. გამონაკლისს წარმოადგენს სამსახურში სიარული და ოჯახის წევრების მონახულება. ორზე მეტი ადამიანი არ დაიშვება ერთად გარეთ, ერთი ოჯახის წევრების გარდა.

ახალ შეზღუდვებს ევროპასა და აშშ-ში ბაზრებმა აქციების ფასების 3 პროცენტიანი ვარდნით უპასუხეს.

აშშ-ში 28 ოქტომბერს 73 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხა და ათასი დაიღუპა, იტყობინება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი. ახალი შემთხვევების სწრაფ ზრდაზე იტყობინებიან მექსიკა და არგენტინა. ხოლო ინდოეთში, 29 ოქტომბერს, შემთხვევათა საერთო რაოდენობამ რვა მილიონს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG