Accessibility links

"TV პირველის" ჟურნალისტი: ის, რაც ვიცოდი, დაადასტურა კობახიძემ, ხელისუფლება მისმენს


"TV პირველის" ჟურნალისტი, ნატო გოგელია ხელისუფლება ფარულ მოსმენაში ადანაშაულებს. ჟურნალისტმა ხელისუფლების მიმართ ბრალდება მას მერე გააჟღერა, რაც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ჟურნალისტისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სატელეფონო საუბრის შინაარსზე ისაუბრა.

"ის, რაც ზუსტად ვიცოდით, ის, რაზეც ვსაუბრობდით, დღეს პირდაპირ აღიარა პოლიტიკოსად წოდებულმა კაცმა! ამ აღიარების პარალელურად თქვა მტკნარი სიცრუე, რომ ჩემი და ბესო ქათამაძის საუბარი ვინმემ უამბო!.. იმ 9 წელში, როცა თქვენ ბუჩქებში იყავით, ნაციონალებმა ვერ გამაჩუმეს ვერაფრის ფასად! ვამბობდი იმას, რაც იყო! ახლა, როცა იმდროინდელი დამნაშავეებით გაავსეთ გუნდი, ვერ შემაშინებთ! ეს გამორიცხულია!", - წერს გოგელია ფეისბუკში.

დღეს, 29 ოქტომბერს, არჩევნებამდე 2 დღით ადრე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ოპოზიციისგან მოსალოდნელ ქმედებებზე ისაუბრა. ბრიფინგის დროს მან ჟურნალისტისა და "ნაციონალური მოძრაობის" დიალოგის ციტატა წაიკითხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG