Accessibility links

ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ საპარლამენტო არჩევნების გადადების გამო გასაჩივრებას უარი უთხრა


ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ 29 ოქტომბრის თავისი გადაწყვეტილება, დაუბრუნოს საჩივარი საპარლამენტო არჩევნების გადადების თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, იმით ახსნა, რომ „არ არსებობს საკმარისი დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მომჩივანმა შესაბამისი სახელმწიფო გადასახადი გადაიხადა“. ყირგიზეთის რამდენიმე პარტია და გაერთიანება მოითხოვს, ახალი საპარამენტო არჩევნების ვადა კვლავ 20 დეკემბრისთვის დადგინდეს.

არ არის ცხადი, კვლავ შეიტანს თუ არა საარჩევნო კომისია თავის საჩივარს, რომელიც მოჰყვა რამდენიმე კვირიან პოლიტიკურ მღელვარებას სადავო არჩევნების შემდეგ. 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომელის დროსაც დარღვევები აღირიცხა, მოჰყვა მთავრობის დაშლა და მოგვიანებით, პრეზიდენტ ჟეენბჰეკოვის გადადგომა.

ხმების დათვლის შემდეგ გამარჯვებულად გამოცხადდნენ პრეზიდენტის მომხრე პარტიები. საპროტესტო გამოსვლების მოთხოვნით, საარჩევნო კომისიამ გააუქმა შედეგები და დანიშნა ახალი არჩევნები 20 დეკემბრისთვის.

22 ოქტომბერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო შესწორებებს, რომელთა თანახმად, ახალი საპარლამენტო არჩევნები გადაიტანეს 2021 წლისთვის, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დადგენილია. საარჩევნო კომისიამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად დადგინდეს 10 იანვარი.

ჟაპაროვი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, ყოფილი პარლამენტარია. ის საპატიმროში იყო პოლიტიკური მეტოქის გატაცებისთვის 2017 წელს და ახლახან, არჩევნების შემდგომი არეულობის დროს ციხიდან გაათავისუფლეს. 14 ოქტომბერს ის პრემიერად დანიშნეს და მოგვიანებით, პრეზიდენტის გადაგომის შემდეგ, ჟაპაროვი პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს იანვრის არჩევნებამდე.

ყირგიზეთის კონსტიტუცია პირებს, რომლებიც ასრულებდნენ პრეზიდენტის მოვალეობას, ან დროებით იყვნენ პრეზიდენტის პოსტზე, უკრძალავს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. 25 ოქტომბერს ჟაპაროვმა გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე გადადგება და მოიპოვებს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG