Accessibility links

ტრამპი და ბაიდენი საარჩევნო მიტინგებს მართავენ კრიტიკულად მნიშვნელოვან ფლორიდაში


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი საარჩევნო მიტინგებს მართავენ ფლორიდაში.

3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ფლორიდიდან საარჩევნო კოლეგიის 29 ხმას მიიღებს და ორივე კანდიდატი ცდილობს, უპირატესობა მოიპოვოს ამ კრიტიკულ შტატში.

ტრამპი და ბაიდენი გამოვლენ ტამპაში - ტრამპი ღია ცის ქვეშ მიტინგზე, ბაიდენის მიტინგში მონაწილენი კი ავტომანქანებში ისხდებიან.

ორივე კანდიდატი კვირების განმავლობაში იცავს მიტინგების საკუთარ განსხვავებულ სტილს. ტრამპი ხალხმრავალი შეკრებების წინაშე გამოდის ღია ცის ქვეშ, იშვიათად უკეთია პირბადე, რაც კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისთვის ხელის შესაშლელადაა რეკომენდებული ჯანდაცვის ექსპერტთა მიერ.

28 ოქტომბერს ტრამპმა ორი მიტინგი გამართა არიზონაში, სადაც გამოაცხადა, რომ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. მან ასევე თქვა, რომ ივლის-სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც 29 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს, დადებითი იქნება და დასძინა, რომ ბაიდენის არჩევის შემთხვევაში ის ქვეყანას დააქცევს მეტი საკარანტინო ზომებით.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს იმის დაპირებას, რომ პანდემია ერთი ხელის მოსმით გაქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG