Accessibility links

ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში გაყიდა 200 მილიონი დოლარი


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 ოქტომბრის აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბანკის ცნობით, დოლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2334 ლარი შეადგინა.

ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან უკვე 200 მილიონი დოლარი გაყიდა. შედარებისთვის, სექტემბერში აუქციონზე 120 მილიონი დოლარი გაიყიდა, აგვისტოში - 60 მილიონი. მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე 20 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და რეზერვებიდან ჯამში 649 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების მთლიანი მოცულობა 3.7 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG