Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ ძიუდოისტებს კორონავირუსი დაუდასტურდათ


 ეთერ ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს ეთერ ლიპარტელიანს, მარიამ ჯანაშვილს, მარიამ ჭანტურიას, სალომე მაყიშვილსა და სოფიო სომხიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ინფიცირებულია ქალთა ნაკრების მწვრთნელი კახა მოცრაძეც. სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საწვრთნელ შეკრებას გადიოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც COVID-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხები აჩვენა, ვარჯიში შეწყვიტეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ძიუდოისტები თვითიზოლაციაში აგრძელებენ მკურნალობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG