Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: ვაკე გამორჩეულთა შორის გამორჩეულია


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

ვაკის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ტურძელაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამ თბილისის ეს რაიონი განსაკუთრებულად დაახასიათა.

„კახი ხშირად ამბობს ხოლმე თბილისის წარდგენების დროს, რომ თბილისში გამორჩეული უბნები და რაიონები არ არსებობს. მართლაც ასეა, თბილისში ყველა უბანი სხვადასხვანაირად გამორჩეულია, თუმცა ვაკე გამორჩეულთა შორის გამორჩეულია და ძირითადად, იმ მიზეზის გამო, რომ ეს უბანი შეიქმნა თბილისის და საქართველოს ძირითადი საგანმანათლებლო ცენტრის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ და ამან თავისი დაღი დაასვა აქაურობას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმ პროექტებზე, რომელსაც მერია ახორციელებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მე ჩემი მხრიდან უნდა ვთქვა, რომ საქართველოში არ უნდა არსებობდეს დიდი სხვაობა ქალაქებს შორის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ თანაბარი პირობები - იცხოვრონ, იშრომონ და განვითარდნენ იქ, სადაც იბადებიან და სადაც ცხოვრობენ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის“, - თქვა გახარიამ.

ვაკის საარჩევნოოლქში კენჭს იყრიან:

  • ელენე ხოშტარია - „ევროპული საქართველო“
  • კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველო"
  • ნოდარ ტურძელაძე - „ქართული ოცნება“
  • ჯონდი ბაღათურია - „ქართული დასი"
  • ლევან კობერიძე - „ლელო“
  • ბექა ნაცვლიშვილი - „ჩვენი საქართველო ― სოლიდარობის ალიანსი“
  • გია გაჩეჩილაძე - „მწვანეთა პარტია“
  • ნანა დევდარიანი - „პატრიოტთა ალიანსი“
  • ლაშა ამირეჯიბი - „ქართული მარში“
  • ხათუნა საგინაშვილი - „კონსერვატიული პარტია“
  • მაია კუკავა - „რეფორმერი"
  • ბიძინა გეგიძე - დამოუკიდებელი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG