Accessibility links

ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ცენტრალურ მაგისტრალზე


ავტოსაგზაო შემთხვევას ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ხუთი ადამიანი.

თერთმეტი დაშავებული გორმედის კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

დასავლეთისკენ მიმავალ მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი უკნიდან შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანები ფანჯრებიდან გადმოცვივდნენ.

ავტოავარიის ადგილზე ამჟამად პოლიცია მუშაობს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით.

წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსი თბილისიდან ზუგდიდში მიდიოდა, მგზავრები კი თავისუფლების მოედანზე გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე იმყოფებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG