Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში COVID-19-ით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 68 ადამიანის დაინფიცირება და 2-ის გარდაცვალება დაადასტურა.

გუდაუთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 44 წლის ქალი გარდაიცვალა, ხოლო სოხუმში, რუსულ სამხედრო-საველე ჰოსპიტალში მამაკაცი. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოსა და სოხუმის ჰოსპიტალში 33 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

აპრილიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 4126 შემთხვევა. მათგან 2170 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 38 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG