Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის 1696 შემთხვევიდან 683 თბილისიდანაა


ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა თბილისიდანაა. ამ ეტაპზე ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 142.

რეგიონების მიხდვით შემთხვევების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  1. თბილისში - 683;
  2. აჭარაში - 381;
  3. იმერეთში - 313;
  4. ქვემო ქართლში - 117;
  5. შიდა ქართლში - 59;
  6. გურიაში - 18;
  7. სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60;
  8. კახეთში - 19;
  9. მცხეთა-მთიანეთში - 1;
  10. სამცხე-ჯავახეთში - 34;
  11. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 37 263 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2906-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 19 810.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 12 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 285 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG