Accessibility links

გიორგი გახარიამ გორთან დაღუპულების ოჯახებს და სამეგრელოს სამ რაიონს მიუსამძიმრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა გორთან მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

გიორგი გახარიამ სამძიმრით დაიწყო თავისი გამოსვლა „ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კახიშვილის ოფიციალურად წარდგენის ღონისძიებაზე.

"პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ. მან თქვა, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე დაიღუპა და 11 დაშავდა. მოგვიანებით, 1 დაშავებული გარდაიცვალა გორის საავადმყოფოში. შსს-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსს შეეჯახა სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა.

მიკროავტობუსში მყოფი მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ თბილისში გამართულ აქციას ესწრებოდნენ და დედაქალაქიდან სამეგრელოს რეგიონში ბრუნდებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG