Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მოქალაქე დააკავეს გორთან მომხდარი ავტოკატასტროფის გამო


გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს.

შსს-ს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მსგავსი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

სამგზავრო მიკროავტობუსში მყოფი მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ თბილისში გამართულ აქციას ესწრებოდნენ და დედაქალაქიდან სამეგრელოს რეგიონში ბრუნდებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG