Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე დაიღუპა და 11 დაშავდა. მოგვიანებით, 1 დაშავებული გარდაიცვალა გორის საავადმყოფოში.

მიკროავტობუსს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. დაკავებულია მძღოლი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მსგავსი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

მიკროავტობუსში მყოფი მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ თბილისში გამართულ აქციას ესწრებოდნენ და დედაქალაქიდან სამეგრელოს რეგიონში ბრუნდებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG