Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია პირობას დებს, რომ წინასაარჩევნოდ მომხდარ ძალადობაზე შედეგი დადგება


საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პირობას დებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ძალადობას გამოიძიებენ. ასე გამოეხმაურა ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევას. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ მხარეებს საკუთარი ინტერესები აქვთ.

"ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა, რა თქმა უნდა, სრულად უნდა იქნას გამოძიებული. მე კარგად მესმის, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ვიღაც შეიძლება დაინტერესებულია, რომ ეს მოხდეს რეგლამენტირებულ დროზე სწრაფად, ვიღაც ცდილობს, რომ ეს დრო ბოლომდე გამოიყენოს - ეს არის გარკვეული ნიუანსები. სახელმწიფოს ვალდებულებაა და მე გპირდებით, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი ბოლომდე იქნება მიყვანილი და თითოეულ გამოძიებაზე შედეგი დადგება", - თქვა გახარიამ.

დღეს, 30 ოქტომბერს, არჩევნებამდე 1 დღით ადრე, საიამ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც წინასაარჩევნო დარღვევებზეა საუბარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

  • სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა;
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 1 შემთხვევა;
  • ამომრჩევლის მოსყიდვის 2 შემთხვევა;
  • ზეწოლისა და ძალადობრივი ქმედებების როგორც სავარაუდო, ისე დადასტურებული 8 შემთხვევა;
  • წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლის 2 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG