Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეცნობიერია - გახარია ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად ნამღერ "თბილისოზე"


მმართველი პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ გაითვალისწინა საქართველოს გამორჩეული არტისტის, ბუბა კიკაბიძის რეპუტაცია და ეს ერთ დღეში ჩამოანგრია. ასე ახსნა თავისი გულისწყვეტა მან გუშინ ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად შესრულებულ "თბილისოზე".

რუსულად ნამღერ "თბილისოზე" გახარიამ თქვა, რომ ეს ქვეცნობიერია.

"ეს რაც მოხდა, სანამ სოციალურ მედიაში არ ატყდა ამბავი, ვერ მოიფიქრა იქ მდგომმა ერთმა ადამიანმა, რომ გამოსულიყო და რაღაც კომენტარი გაეკეთებინა. სოციალურ მედიაში რომ ატყდა ამბავი, მერე დაიწყეს რაღაც უხერხული ვერსიების ძებნა", - თქვა გახარიამ.

გუშინ, 29 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დასკვნითი შეხვედრა გამართა თბილისში. საზეიმო ღონისძიებაზე იმღერა "ძალა ერთობაშიას" პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ. მან "თბილისოს" ნაწყვეტი რუსულ ენაზე შეასრულა. სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურებების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, რომ ფონოგრამა შეცდომით გაუშვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG