Accessibility links

გიორგი გახარია: ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური "ლოკდაუნი" არ იქნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში "ლოკდაუნი" არ გამოცხადდება.
ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა:

„ბევრი საუბარი იყო, წინასაარჩევნო კონტექსტში, "ლოკდაუნთან" დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთი მაგალითია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით "ლოკდაუნი" არ იქნება, იქნება წერტილოვანი კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით "ლოკდაუნი" არ იქნება და ვერ იქნება. ჩვენს ნებისმიერ გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში, დღეიდან უკვე აქვს ფასი, მხოლოდ და მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენა გახდება ნომერ პირველი პრიორიტეტი“, - აცხადებს გიორგი გახარია.

30 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG