Accessibility links

logo-print logo-print

კობახიძე: ჭანკოტაძეს, მელიასა და შაშკინს ელექტროშოკითა და ხელკეტებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავთ მობილიზებული


ირაკლი კობახიძ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წინასწარ ჩამოთვლის იმ ოლქებს, სადაც, მისი ინფორმაციით, დაძაბულობაა მოსალოდნელი. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში პროვოკაციები იგეგმება. კერძოდ, ირაკლი კობახიძე დამკვირვებლებს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დევი ჭანკოტაძეს, ნიკა მელიასა და დიმიტრი შაშკინს, რომელთაც, მისი თქმით, ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავთ მობილიზებული.

„მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და, შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ამ ეკიპაჟების ფორმით მობილიზებული ადამიანების რაოდენობა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ასეულია.

ირაკლი კობახიძის ბრალდებებთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განცხადებას უახლოეს წუთებში, 16 საათზე გააკეთებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG