Accessibility links

logo-print logo-print

ცოლისა და მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს 


კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 56 წლის მამაკაცი დააკავეს.

რადიო თავისუფლებას ძალოვან უწყებაში განუცხადეს, რომ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს, რის შემდგომაც, ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა 53 წლის მეუღლე.

ბრალდებულმა, ასევე, სხეულზე დაზიანება მიაყენა ორ მეზობელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მიმალვაში მყოფი ბრალდებული გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დაკავებულია, შს სამინისტრო მომხდარის მოტივზე არ საუბრობს.

მკვლელობა სოფელ ვაზისუბანში 30 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. მამაკაცმა მოკლა ცოლი და მეზობელი, რომელიც ქალის დახმარებას ცდილობდა. დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის, მოკლული ქალის ძმა. დაზარალებულებს ჭრილობები სახისა და მხარის არეში აქვთ მიყენებული. ერთ-ერთ დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა გურჯაანის საავადმყოფოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG