Accessibility links

საარჩევნო აგიტაციის ბოლო დღე: კამპანიის გამორჩეული მომენტები და მესიჯები კანდიდატებისგან


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, საარჩევნო აგიტაციის ბოლო დღეს, რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა რამდენიმე ყველაზე უცნაურ და დასამახსოვრებელ მომენტს პოლიტიკური კამპანიებიდან. 

მეექვსე თითი

23 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდა, ამომრჩეველს მიმართავს.

ვარსკვლავური ომები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამ ფორმით გამოეხმაურა ყოფილი თანაგუნდელის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ვაშაძე „ბნელ მხარეს გადავიდა“.

ვოლდემორი არმაზ ახვლედიანის მხარდამჭერად

რალფ ფაინსმა, პოპულარულმა ბრიტანელმა მსახიობმა, „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის მხარდამჭერი ვიდეო ჩაწერა.

ინფიცირებული ფული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ფოთში, ხობსა და სენაკში, მურთაზ ზოდელავამ საკუთარ ფეისბუკზე დაწერა, თითქოს, კორონავირუსის მეორე ტალღის მიზეზი „ქართული ოცნების“ მიერ ინფიცირებული ფულის გავრცელება იყო.

სუპერ მიშა

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 12 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც პოპულარული თამაშის, სუპერ მარიოს ანალოგიას იყენებს. ვიდეო ბიძინა ივანიშვილის დამარცხებით და სააკაშვილის გამარჯვებით სრულდება.

ხაროში, პლახოი, ზლოი​

„კარგი, ცუდი, ბოროტი“ - ცნობილი ვესტერნიდან, ამ შემთხვევაში კარგი „ევროპული საქართველოა“, ცუდი - „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოროტი - „ქართული ოცნება“.

„ხაროში, პლახოი, ზლოი - ასე ერქვა ჩემს ბავშვობაში ამ ფილმს. არც ქართულად და არც ინგლისურად არასდროს არავინ უძახდა“, - წერს გიგი უგულავა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი.

ფეხბურთის ყურება ამომრჩეველთან ერთად

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მასობრივი შეკრებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრის შესვლა აიკრძალა. დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარმა კანდიდატმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ - რომელიც შეზღუდვების მოწინააღმდეგეა - სტადიონთან მონიტორი დაამონტაჟა და მოქალაქეები ფეხბურთის საყურებლად და „მასთან სასაუბროდ“ დაპატიჟა.

ალეკო გისმენთ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელიც საბურთალოზე იყრის კენჭს, ამ რაიონში გამოკრულ ბილბორდზე მობილურის ნომერი დაიტანა.

„ერთი ძველი ნომერი მაქვს, ის ტელეფონი მალე მიჯდება ხოლმე. ამისთვის გამძლე ტელეფონი ვიყიდე, ბევრი ზარისთვის“, - ამბობდა ელისაშვილი.

ზოგიერთი შეტყობინება პარტიებისგან და კანდიდატებისგან

შალვა 10

ერთად შევიყვანოთ ივანიშვილი ბუტკაში. მოდი არჩევნებზე. შემოხაზე 10. გავარტყათ ათიანში! შალვა ნათელაშვილი.

46სოცდეკები

არა ნაცებს, არა ქოცებს, ხმა მიეცით მხოლოდ სოცებს! 46 გია ჟორჟოლიანი სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის.

ძიძიგურ47

სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად! 22-ის ნაცვლად! 100 ლარიანი სუბსიდია ვეტერანებს! მხარდაჭერა ეკლესიას! შემოხაზე 47 კონსერვატორები

გირჩი

გადაამოწმე, რომ girchi.com-ზე ყველა სარეგისტრაციო ველი გაქვს შევსებული, წადი არჩევნებზე, ატვირთე სელფი უბანთან შენს ვოლზე და მოიგე ტესლა!

21 კ.კუკავა

შემოხაზე 21 - თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია) და მიიღეთ მედიკამენტები 3-ჯერ უფრო იაფად.

დავასრულოთ!

დავასრულოთ. მოდი არჩევნებზე და საბოლოოდ დავასრულოთ ნაცმოძრაობა! არა ნაცებს! არა მკვლელებს! არა ქართული მიწის გამყიდველებს! არა ბოროტებას! ია მეტრეველი - მოძრაობა „დავასრულოთ“

55555

31 ოქტომბერს ქართული ოცნება სრულდება! გახდი გამარჯვების თანამონაწილე ისანში, შემოხაზე 5, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ხატია დეკანოიძე.

2ევრსაქ2

ოცნება პირველი ტურის მერე ხალხის ისევ გამოკეტვას აპირებს. მოდი არჩევნებზე! მაგრად დავამარცხოთ რომ არ გამოუვიდეთ! შემოხაზე 2- ევროპული საქართველო.

შეცვალე

ყველა ოჯახს სახელმწიფოს მიერ საბანკო და სალომბარდე სესხების დაფინანსება. შეცვალე საქართველო - შემოხაზე 30!

გ.ვაშაძე

ბანკებმა უნდა მოიგონ ნაკლები, სესხები უნდა გაიაფდეს. სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი.

ბურჯანაძე

ხელისუფლება იცვლება! ახლა ექსპერიმენტების დრო აღარ არის! აირჩიეთ ძალა და გამოცდილება! შემოხაზეთ N3!

414141

ხვალ შენ ხმას დიდი ძალა აქვს! გახდი შენი ქვეყნის წარმატების თანამონაწილე! გაიზიარე გამარჯვება! ერთად საქართველოს წარმატებისთვის! 41 ქართული ოცნება 41

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG