Accessibility links

site logo site logo

აჭარაში მიმდინარეობს უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც


აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა

საქართველოს პარლამენტის გარდა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ირჩევენ უმაღლეს საბჭოს. 21 დეპუტატიდან 18 პროპორციული და 3 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

არჩევნებში 22 პარტია და ბლოკი მონაწილეობს. მათ მიერ ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს 3 მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილია 46 კანდიდატი

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 314 889 ამომრჩეველი.

არჩევნებს აკვირდება 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 120 მეთვალყურე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG