Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ "ქართულ ოცნებას" საშუალოდ 100 მანდატი ექნება


საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, ივანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხმა მისცა ქვეყნის განვთარების სტაბილურობას, მშვიდობას, ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას.

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ადამიანზე მორგებული ღირებულებები გააზრებული აქვს მოსახლეობის უმრავლესობას და ხმას ამ მიმართულებას მისცემენ.

მმართველი პარტიის ლიდერი კოალიციას გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში "ქართულ ოცნებას" საშუალოდ 100 მანდატი ექნება.

საქართველოს ხმის უფლების მქონე მოქალაქეები მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევენ. 150 დეპუტატიდან 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და 2 ბლოკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG