Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის მესამე საარჩევნო უბანზე ხმაურია


მარნეულის მესამე საარჩევნო უბანზე ხმაურია. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ არ ეძლევათ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების საშუალება.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მცირე ხმაური მოყვა ოპოზიციის ერთ-ერთი დამკვირვებლის პრეტენზიას, რომლის თქმითაც, უბანზე მოსულმა ამომრჩეველმა იდენტიფიცირებისათვის პირბადე არ მოიხსნა:

„დამკვირვებელს ამაზე ჰქონდა პრობლემა, სხვა არაფერი. დაიწერა თუ არა საჩივარი, ჯერ არ ვიცი. ყველაფერს დავაზუსტებ და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG