Accessibility links

ზუგდიდის 89-ე უბანზე 40-მდე ამომრჩეველმა სასურველ პარტიას ხმა ვერ მისცა


უბნის თავმჯდომარე ზვიად კუტალია ადასტურებს, რომ ამომრჩევლის უფლება მის უბანზე დაირღვა, თუმცა პრობლემა უკვე აღმოიფხვრა.

ზუგდიდში 89-ე საარჩევნო უბანზე 39-მა ამომრჩეველმა ვერ შეძლო ხმა მიეცა სასურველი პარტიისთვის. მიზეზი ისაა, რომ უბანზე მხოლოდ ერთი, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების ბიულეტენები აქვთ.

ფაქტი “ევროპული საქართველოს” დამკვირვებელმა ბესიკ დონაძემ დააფიქსირა.

“საჩივარი დაწერილია საოლქო საარჩევნო კომისიაშიც. ეს არ არის საჩივარი რაღაც პროცედურულ დარღვევაზე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული”, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

უბნის თავმჯდომარე ზვიად კუტალია ადასტურებს, რომ ამომრჩევლის უფლება მის უბანზე დაირღვა, თუმცა პრობლემა უკვე აღმოიფხვრა.

“მოხდა შეცდომა, რაც არცერთ რეგისტრატორს სამწუხაროდ არ შეუმჩნევია. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა თქვა და მას შემდეგ აღმოიფხვრა პრობლემა”, - განაცხადა ზვიად კუტალიამ.

იმ მომენტისთვის, როდესაც ხმის მიცემის სრულფასოვანი პროცესი აღდგა, ამომრჩევლები, რომელთაც არჩევანის უფლება შეეზღუდათ, უბანზე უკვე აღარ იმყოფებოდნენ.

ასევე ნახეთ: შსს: 10 საათისთვის დაფიქსირებულია მცირე ინციდენტები, ერთ საქმეზე დაიწყო გამოძიება

პლატფორმა 2020: დამკვირვებელს მარნეულში საკრებულოს წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

საიას სადამკვირვებლო მისიამ დილის 10 საათამდე 10-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG