Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უდუმაშვილი: საღამოს შევიკრიბებით რუსთაველზე და დაველოდებით ეგზიტპოლების გამოცხადებას


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ზაალ უდუმაშვილი მხარდამჭერებთან ერთად, საღამოს 7 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე შეკრებას აანონსებს.

„ერთად დაველოდებით ეგზიტპოლების გამოცხადებას და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა უდუმაშვილმა პრესკონფერენციაზე.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

არჩევნების შესახებ

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG