Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალმთიანი აჭარის სოფელი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს


წაბლანის მცხოვრებთა აქცია საპარლამენტო არჩევნებამდე
წაბლანის მცხოვრებთა აქცია საპარლამენტო არჩევნებამდე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის მცხოვრებნი საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. „ხალხი დაჩაგრულია და ამიტომ არ შევა საარჩევნო უბნებზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას წაბლანის მცხოვრებმა, ჯაბა შაინიძემ. მისი ინფორმაციით, სოფლის 1000-ზე მეტი ამომრჩეველი ხმას არ მისცემს.

მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე წაბლანაში მცხოვრები 200-ზე მეტი ოჯახისთვის ბათუმში სოციალური სახლები აშენდა, თუმცა, მათი ინფორმაციით, ბინები გაურემონტებელია, სარემონტო სამუშაოებისთვის კი, თანხა არ აქვთ. კენჭისყრის დღემდე სოფლის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ბინების გარემონტება მოითხოვეს და წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების ბოიკოტირებით დაიმუქრნენ.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას ინფორმაციით, წაბლანაში გახსნილ ორ უბანზე დილით არავინ მისულა.

აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნების გარდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG