Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფთათვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო


კოვიდინფიცირებულებმა ხმის მიცემა დაიწყეს. გადასატანი ყუთები და სპეციალური აღჭურვილობით ცესკოს თანამშრომლები უკვე გავიდნენ მისამართებზე. ერთ-ერთი მისამართიდან ხმის მიცემას აკვირდება რადიო თავისუფლების გადამღები ჯგუფი.

დღევანდელ, 31ოქტმბერს თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს. ვრცლად ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.

დღეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. დღეს ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტის 120 დეპუტატს პროპორციული წესით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით ირჩევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG