Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩევლის აქტივობა 12 საათისთვის 19,41%-ია


ამომრჩევლის აქტივობა 12 საათისთვის 19,41%-ია. რაოდენობრივად ეს 681 583 ადამიანს შეადგენს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს მაჩვენებელი 19,81% იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ისევე როგორც 10 საათისთვის, 12 საათისთვისაც ამომრჩევლის ყველაზე მეტი აქტივობა მე-19 საარჩევნო ოლქში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა. აქ აქტივობა 28,3 პროცენტია.

ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობაც ისევ 28, 29 და 30-ე მაჟორიტარულ ოლქებში, აჭარის რეგიონში გამოვლინდა. აქტივობა აქ 17, 9%-ია.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG