Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის 89-ე უბანზე იკვეთება უბნის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი


ზუგდიდის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი
ზუგდიდის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 89-ე უბანზე ნამდვილად "გადაცდომას ჰქონდა ადგილი" და იკვეთება უბნის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამ უბანზე ამომრჩევლების პირველ ნაკადს მხოლოდ ერთი ტიპის ბიულეტენები დაურიგეს და ამის გამო მათ ვერ შეძლეს ხმა მიეცათ სასურველი პარტიისთვის. უბანზე დარღვევა მხოლოდ მას შემდეგ შენიშნეს, რაც 39-ე ამომრჩეველმა ისე დატოვა იქაურობა, რომ სრულფასოვანი არჩევანი ვერ გააკეთა.

"უბრალოდ, გადაღლის შედეგად ადამიანმა ვერ გაითვალისწინა. ამომრჩეველმა ამაზე რეაგირება არ გააკეთა. მედიაორგანიზაცია იქ იმყოფებოდა. [იქ] იყო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლობა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები. თუნდაც საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა. ან ამომრჩეველი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. ვერცერთმა ვერ დააფიქსირა, რომ მიიღო ერთი ბიულეტენი. ისევ თავმჯდომარემ აღმოფხვრა", - ამბობს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ახლა უბანზე კანონის შესაბამისად 2 ბიულეტენი რიგდება, თუმცა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 სხვადასხვა ორგანიზაციის საჩივარი მიიღეს.

კიდევ ერთი საჩივარი გადასატან ყუთთან შექმნილ გაუგებრობას შეეხება. ყუთის გაყოლაზე უარი თქვა პარტიიდან დანიშნული კომისიის ერთ-ერთმა წევრმა.

საჩივრების შესვლის მომენტში ზუგდიდის ოლქში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ამომრჩევლის 16%-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG