Accessibility links

გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან "პუბლიკის" ჟურნალისტს კამერაში წიხლი მიარტყეს


გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, სადაც სიტუაცია რამდენიმე წუთის განმავლობაში დაძაბული იყო, "პუბლიკის" ჟურნალისტს, რომელიც შემთხვევის გადაღებას ცდილობდა, კამერაში წიხლი მიარტყეს. ვიდეომასალა თავად მედიასაშუალებამ გაავრცელა.

პირი, რომელიც ჟურნალისტის მიმართ ფეხს იქნევს, იგინება. ის ამბობს, რომ სახეს არ მალავს. ვიდეომასალაში პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია.

ამავე უბანზე დაზიანდა "TV პირველის" ჟურნალისტი.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ჟურნალისტი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG