Accessibility links

site logo site logo

ვარკეთილში "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს აგინეს და მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვეს


ვარკეთილში, სადაც "TV პირველის" გადამღები ჯგუფი არჩევნების გასაშუქებლად არის მისული, ოპერატორს აგინეს და მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვეს. კადრები ამავე არხმა გაავრცელა.

"შენ მოგ..., შენ რა გაგაფრთხილე, გაწიე [კამერა]", - ისმოდა ოპერატორის მისამართით.

ინციდენტს შეესწრო პოლიციაც, თუმცა, რამდენადაც კადრებში ჩანს, არავინ დაუკავებიათ. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ აგრესული პირების იდენტიფიცირება შესაძლებელია.

"ვმუშაობთ, ხელს ნუ გვიშლით", - უთხრა "TV პირველის" ჟურნალისტს პოლიციელმა.

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებთან შეკრებილი ადამიანები აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების მიმართ. გლდანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "პუბლიკის" ჟურნალისტს და დაშავდა "TV პირველის" ჟურნალისტიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG