Accessibility links

აშშ-ის ელჩი: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები


საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას და მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები.

დეგნანის თქმით, ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ:

„დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები. საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება“.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს შეუერთდნენ, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში ადევნონ თვალი.

ელჩი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG