Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელოს" განცხადებით, კრწანისში, საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელი გამოავლინეს


საბა ბუაძე
საბა ბუაძე

„ლელოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში, საბა ბუაძემ, ბრიფინგზე ილაპარაკა დარღვევების შესახებ. როგორც საბა ბუაძე ამბობს, კრწანისის მე-5 ოლქში კლასიკური ე.წ. კარუსელი იყო. მისი თქმით, ფაქტზე პარტიის დამკვირვებლის რეაგირებამ კი მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია.

„კრწანისის მე-5 ოლქში, რამდენიმე ადამიანმა სცადა მარკირების მოშორება და საარჩევნო უბანზე მეორედ შევიდა და მისცა ხმა. ჩვენმა დამკვირვებელმა რეაგირება მოახდინა, რამაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები გააღიზიანა. აღნიშნულ დარღვევაზე რამდენიმე ვიდეოც გვაქვს ფაქტის სახით, ეს არის უხეში დარღვევა, რასაც რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. ეს არის თბილისში უკვე მე-4 კარუსელი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ დარღვევას აქვს სისტემური ხასიათი. ასევე მთაწმინდის მე-15 უბანზე დაფიქსირდა ფულის გადაცემის ფაქტი, აგიტატორები საკუთარი სიებით ცდილობენ მობილიზება გაუკეთონ პარტაქტივს და ღიად გადასცენ თანხა“, - ამბობს ბუაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG