Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძე: გამარჯვებად მიმაჩნია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ, ეს ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია


ეგზიტპოლების პირველადი შედეგებით, პოლიტიკურმა გაერთიანება "გირჩმა" საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა 3% მოაგროვა.

რაც შეეხება დედაქალაქის მონაცემებს, "Ipsos"-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, "გირჩი" მესამე ადგილს იკავებს 8%-ით. პირველ და მეორე ადგილებს „ნაციონალური მოძრაობა“ 35%-ით და „ქართული ოცნება“ – 30%-ით იკავებენ.

„მგონია, რომ შესაძლოა 3%-ზე ცოტა მეტიც იყოს. საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, ხმების დათვლის შემდეგ გამოჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად მიმაჩნია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია“, - ამბობს „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG